მისია

ქართულ და ევროპულ იურიდიულ წრეებს შორის დიალოგის და საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე, სამართლებრივი კულტურის და განათლების ევროპეიზაციაზე, და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოვებაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიახლეების საექსპერტო მიმოხილვის უზრუნველყოფის გზით.

 

 

ქართული სამართლის ჟურნალი

ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის პერიოდული გამოცემა

SUBMISSIONS

წარმოდგენილი სტატიები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

სტატიის ენა:  მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი ორენოვანია, სტატიის წარმოდგენა უმჯობესია მოხდეს ინგლისურად. მიუხედავად ამისა, სტატიის პუბლიკაციისთვის შერჩევის შემთხვევაში, ჟურნალი სტატიას თარგმნის ინგლისურად.

სიტყვათა რაოდენობა: სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას, სქოლიოს, შემოკლებების და ავტორის შესახებ დეტალების ჩათვლით.

სტილი:

ფორმატი: ყველა სტატია უნდა იქნას წარმოდგენილი Microsoft Word ფორმატში.

ფონტი: Times New Roman 12, ძირითადი ტექსტი დაშორება ხაზებს შორის ორმაგი, სქოლიო Times New Roman, 10, დაშორება ხაზებს შორის ერთი

სათაური: გთხოვთ, მიუთითოთ სტატიის და სტატიის ნაწილების დასათაურების დონე თქვენს სტატიაში

პირველი დონის დასათაურება (მაგ. შესავალი, დასკვნა) უნდა იყოს მსხვილი შრიფტით, ხაზზე, პირველი არსებითი სახელი იწყება დიდი ასოთი. პირველი დონის სათაურები უნდა დაინომროს, როგორც, 1,2,3, და აშ.

მეორე დონის დასათაურება უნდა იყოს მსხვილი, დახრილი შრიფტით, ხაზზე პირველი არსებითი სახელი დიდი ასოთი. მეორე დონის დასათაურება უნდა დაინომროს როგორც, 1.1,1.2,1.3 და ა.შ.

მესამე დონის დასათაურება უნდა იყოს დახრილი შრიფტით, საწყისი არსებითი სახელი დიდი ასოთი. მესამე დონის დასათაურება უნდა დაინომროს, როგორც 1.1.1, 1.1.2, 1.1.3 და ა.შ.

ლიტერატურა: გამოიყენეთ ოქსფორდის სტილის მითითება. მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://guides.is.uwa.edu.au/ld.php?content_id=14872881

გთხოვთ, ლიტერატურა მიუთითოთ სქოლიოში.

ავტორის დეტალები: გთხოვთ, დაამატოთ ყველა ავტორის სრული სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, შენიშვნები და ელ.ფოსტის მისამართები.

აბსტრაქტი: სტატიას უნდა ერთვოდეს არაუმეტეს 300 სიტყვის აბსტრაქტი. შესაბამისი მინიშნება შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://authorservices.taylorandfrancis.com/abstracts-and-titles/