მისია

ქართულ და ევროპულ იურიდიულ წრეებს შორის დიალოგის და საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე, სამართლებრივი კულტურის და განათლების ევროპეიზაციაზე, და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოვებაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიახლეების საექსპერტო მიმოხილვის უზრუნველყოფის გზით.

 

 

ქართული სამართლის ჟურნალი

ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის პერიოდული გამოცემა

ნომერი 2 2018 გამოცემა 1

10 ოქტომბერი, 2018

გამოცემა

ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებული სტატიები საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. ამავე დროს, კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ სამი სტატია სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის მისადაგების ცალკეულ ასპექტებს შეეხება. ამ ნომრის მეოთხე სტატია, რომელიც პირველ სამზე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზეა, საქართველოში იურიდიული განათლების პრობლემებს მიმოიხილავს. მოკლედ წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს. გიორგი ასათაშვილის სტატია კონკურენციის სამართალში პარალელურ ყოფაქცევას განიხილავს. სტატიის ერთ-ერთი მიზანია განმარტოს, რა განასხვავებს პარალელურ ყოფაქცევას ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შორის ფასებზე კარტელური შეთანხმებისგან. ამისათვის სტატიის ავტორი აქტუალურ პრეცედენტებზე სხვადასხვა სასამართლოების პრაქტიკას და სამეცნიერო მოსაზრებებს მიმოიხილავს. სტატიაში წარმოდგენილი შედარებითი ანალიზი წარმოაჩენს პარალელურ ყოფაქცევასა და კარტელურ შეთანხმებას შორის ძირეულ განსხვავებებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პარალელური ყოფაქცევა, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, შესაძლოა მხოლოდ ეკონომიკური რაციონალობით იყოს განპირობებული.

მეტის ნახვა

სტატიები

პარალელური ქმედების ახსნა: უკანონო კონსპირაცია თუ გონივრული ეკონომიკური ქცევა

გიორგი ასათაშვილი

აბსტრაქტი

გიორგი ასათაშვილის სტატია კონკურენციის სამართალში პარალელურ ყოფაქცევას განიხილავს. სტატიის ერთ-ერთი მიზანია განმარტოს, რა განასხვავებს პარალელურ ყოფაქცევას ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შორის ფასებზე კარტელური შეთანხმებისგან. ამისათვის სტატიის ავტორი აქტუალურ პრეცედენტებზე სხვადასხვა სასამართლოების პრაქტიკას და სამეცნიერო მოსაზრებებს მიმოიხილავს. სტატიაში წარმოდგენილი შედარებითი ანალიზი წარმოაჩენს პარალელურ ყოფაქცევასა და კარტელურ შეთანხმებას შორის ძირეულ განსხვავებებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პარალელური ყოფაქცევა, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, შესაძლოა მხოლოდ ეკონომიკური რაციონალობით იყოს განპირობებული.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი

საქართველოს ენერგეტიკის სამართლის ევროპიზაცია: სამართლებრივი ჰარმონიზაციის დღის წესრიგი

ირაკლი სამხარაძე

აბსტრაქტი

სტატია სწავლობს საქართველოს ენერგოსექტორში სამართლებრივი ჰარმონიზაციის ტენდენციებს, რომელიც მიმართულია ლიბერალური, კონკურენტული და ტრანსპარენტული ენერგო ბაზრისკენ. ნაშრომს, ასევე წვლილი შეაქვს ევროპეიზაციის ხელშეწყობის საკითხში ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო აქტორის როლის შესახებ, თეორიულ და პრაქტიკულ დებატებში. ამ მიზნით, ნაშრომის მეორე და მესამე ნაწილებში განხილულია მთავარი თეორიული საკითხები, ხოლო მეოთხე ნაწილი აანალიზებს სპეციფიკურ ინსტრუმენტებს და უფრო მეტყურადღებას უთმობს მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების ჰარმონიზაციის საკითხს.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი

მომხმარებელთა დაცვის შედარებითი ანალიზი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონითა და რომის I რეგულაციის მიხედვით

ელენე გოგიჩაიშვილი

აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომი აღწერს სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით გამოსაყენებელი ნორმის შესახებ ევროპული პარლემანტისა და საბჭოს რეგულაციას (EC) No593/2008 (შემდგომში – რომის I რეგულაცია), კერძოდ კი, მის მე-6 მუხლსა და მასში მოცემულ მომხმარებლის დაცვის სტანდარტს. იგივე კვლევა განხორციელდა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონთან (შემდეგში – კანონი) და მის შესაბამის მუხლთან მიმართებით, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. კვლევის მიზანია საერთაშორისო ტრანზაქციების შემადგენელი ნაწილის, რომის I რეგულაციისა და კანონის თანახმად, მომხმარებლისთვის უზრუნველყოფილი სტანდარტის შესწავლა და შედარება, და შესაბამისად, კანონით დადგენილი მომხმარებელთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების საჭიროების გამოვლენა შეთანხმებისა და მის მიერ დაკისრებული ვალდებულებების, კერძოდ კი, 345-ე, 346-ე და 347-ე მუხლების გათვალისწინებით.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი

იურიდიული განათლების გაუმჯობესება საქართველოში

თ.ჯ.ა. ბარეტი

აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომი გვთავაზობს რეკომენდაციებს საქართველოში იურიდიული განათლების გაუმჯობესების მიზნით. სტატიის ავტორია ამერიკელი, რომელიც საქართველოში სამართალს ასწავლის. წინადადებები მოიცავს შემდეგს: სტუდენტთა დასწრების გაუმჯობესება და დასწრების მნიშვნელობა; ზოგადი სტანდარტებისა და სამართლის სტუდენტების მოლოდინების გაზრდა, მათ შორის, GPA-სა და საკლასო რანგირებაზე ყურადღების გამახვილება; პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებით უზრუნველყოფა (სამართლის კლინიკები, სიმულაციური კურსები), სამართლებრივი წერისა და ანალიზის სწავლება და იმიტირებული სასამართლო შეჯიბრებები; და ზოგადი უნარები სტუდენტებისთვის, მათ შორის დეტალებზე ყურადღების გამახვილების სწავლება. წინამდებარე ნაშრომი განიხილავს ზემოხსენებულ თემებს, კერძოდ, როგორ შეიძლება მათი პრაქტიკაში დანერგვა ან გაუმჯობესება და გვთავაზობს შედარებით ანალიზს ამერიკულ სამართლის სკოლებთან, როცა ეს რელევანტურია.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი

სისხლის სამართლის მეშვეობით დანაშაულის პრევენციის ეკონომიკური ანალიზი

გვანცა ელგენდაშვილი

აბსტრაქტი

წინამდებარე სტატიის მიზანია, ყურადღება გამახვილდეს პრევენციის კონცეფციაზე და მის ურთიერთობაზე სისხლის სამართლის ეკონომიკურ ანალიზთან. მარგინალური პრევენციის პრობლემები გაანალიზებულია რეალურ საქმეებზე დაყრდნობით, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში კრიმინალური პოლიტიკისა და კრიმინოლოგიის სფეროში ცვლილებების დროს. ნაშრომში ასევე, ყურადღება გამახვილებულია ოპტიმალურ, ფულად და არაფულად სანქციებსა და მათი პრევენციულობის ეფექტზე. ბოლო თავი ეხება სიკვდილით დასჯას და მის პრევენციულ ეფექტს და დასკვნებს, რომელსაც გამოვიტანთ საკითხზე მსჯელობის შედეგად.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი